ზარიფსა და მოგერინს შორის დაძაბულობა მოხდა

ზარიფსა და მოგერინს შორის დაძაბულობა მოხდა

339362
ზარიფსა და მოგერინს შორის დაძაბულობა მოხდა

ირანთან ბირთვული საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიმდინარეობს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯევად ზარიფსა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინს შორის დაძაბულობა მოხდა. რუსეთის უფლებამოსილი პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით ზარიფსა და მოგერინს შორის გაეროს ირანის მიმართ იარაღის ემბარგოს საკითხის განხილვის დროს დაძაბულობა მოხდა. მოგერინის მიერ ზარიფისადმი მიმართვას: ”თუ ბირთვული საკითხის მოლაპარაკებების გაგრძელება არ გსურთ შეგვიძლია ახლავე შევწყვიტოთ”. ზარიფმა უპასუხა: ”არასოდეს შეეცადოთ ირანელებზე ზეწოლის განხორციელებას”. მაშინ როდესაც ჩინეთი და რუსეთის ირანის მიმართ იარაღის ემბარგოს გაუქმებას მოითხოვენ, აშშ და ევროკავშირი ამის წინააღმდეგი არიან. თეირანის მთავრობასთან ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებებს გაეროს წევრი ხუთი ქვეყანა და აშშ ანუ 5+1 ქვეყნები აწარმოებენ. მოლაპარაკებების დასრულება 30 ივნისისთვის იყო დაგეგმილი მაგრამ 10 ივლისამდე იქნა გადატანილი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები