აშშ-ს არმია მცირდება

მიზეზად ბიუჯეტის შემცირება სახელდება

337567
აშშ-ს არმია მცირდება

აშშ-ს შეიარაღებული ძალები მომდევნო ორი წლის განმავლობაში 40 ათას სამხედროს და 17 ათასი სამოქალაქო მოსამსახურის დათხოვნას გეგმავს. ამ პროექტის მიზეზად კი ბიუჯეტის შემცირება სახელდება. ამჟამად აშშ-ს 490 ათასი სამხედრო მოსამსახურე პირი ჰყავს და მომდევნო ორი წლის განმავლობაში 450 ათასამდე დაყვანას აპირებს. ეს კი აშშ-ს არმიის მიერ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მეტი სამხედრო პირის სამსახურიდან დათხოვნა იქნება. არმიიდან განთავისუფლებული ამ რაოდენობის სამხედრო მოსამსახურის გამო 10 წლის განმავლობაში ბიუჯეტი 1 ტრილიონი დოლარით დაიზოგება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები