მიწისძვრა სინძიანის უიღურთა ავტონომიურ ოლქში

მიწისძვრა სინძიანის უიღურთა ავტონომიურ ოლქში

330423
მიწისძვრა სინძიანის უიღურთა ავტონომიურ ოლქში

ჩინეთის დასავლეთით მდებარე და აღმოსავლეთ თურქისტანად ცნობილ სინძიანის უიღურთა ავტონომიურ ოლქში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით მიწისძვრის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ოცამდე კი დაშავდა. მიწისძვრა ქალა ქჰოტას მახლობლად, 10 კილომეტრ სიღრმეში მოხდა. მიწისძვრის შედეგად მრავალი საცხოვრებელი სახლებიც დაინგრა. ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად მატერიალური ზარალი შეიძლება დიდი იყოს, მაგრამ მათი ვარაუდით დაღუპულთა რიცხვი აღარ გაიზრდება. ამავე რეგიონში მიმდინარე წლის დასაწყისში მომხდარი 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 300-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაინგრა.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები