აშშ-ს და კუბის ნორმალიზაციისათვის კიდევ ერთი ნაბიჯი იქნა გადადგმ

აშშ-ს და კუბის ნორმალიზაციისათვის კიდევ ერთი ნაბიჯი იქნა გადადგმული

329368
აშშ-ს და კუბის ნორმალიზაციისათვის კიდევ ერთი ნაბიჯი იქნა გადადგმ

აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას მიერ გასული წლის დეკემბრის თვეში კუბასთან ურთიერთობის ნორმალიზაციის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა გრძელდება. აშშ-მა და კუბამ საელჩოების გახსნაზე ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს და ეს საელჩოები 20 ივლისიდან ოფიციალურ ფუნქციონირებას დაიწყებენ. აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრი ჯონ კერი მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს ჰავანაში ჩავა და საელჩოს ოფიციალურად გახსნის. დაახლოებით ნახევარი საუკუნის პაუზის შემდეგ აპრილის თვეში აშშ-სა და კუბის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა გაიმართა და ამის შემდეგ აშშ-მა კუბა ტერორისტების მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან ამოიღო. ორ ქვეყანას შორის 1961 წელს შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობი ხელმეორედ დეტალურად განიხილება. ამ ორი ქვეყანის დაახლოების მიუხედავად, შეუთანხმებელი საკითხები მაინც რჩება. ვაშინგტონის მთავრობა კუბას სიტყვის თავისუფლების საკითხში ყოველთვის გაფრთხილებას აძლევს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები