ჩინეთი და საფრანგეთი ურთიერთობებს აფართოებენ

პარიზს ჩინეთის პრემიერი ეწვია

327856
ჩინეთი და საფრანგეთი ურთიერთობებს აფართოებენ


ჩინეთის პრემიერის ლი კიჩიანგის 3 დღიანი ვიზიტი საფრანგეთში დაიწყო.

პირველი შეხვედრა მას ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მოუწყო, შემდეგ კი თავისმა კოლეგამ მანუელ ვალლსმა და ძირითადად ორი ქვეყნის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს.

ამ ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის 50-მდე კონტრაქტს მოეწერება ხელი და ერთ ერთი ასეთი კონტრაქტით ჩინეთი საფრანგეთისგან 18 მილიარდი დოლარის ღირებულების 70 ცალ A330 ტიპის სამგზავრო ლაინერს შეისყიდის.

ჩინელი სტუმარი ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში გახსნილ ეკონომიკურ ფორუმსაც შეუერთდება


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები