აშშ-მაც დაგმო გუშინდელი ტერაქტები

ქვეყანაში გაზარდეს უსაფრთხოების ზომები

321733
აშშ-მაც დაგმო გუშინდელი ტერაქტები


თეთრმა სახლმაც ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც დაგმო საფრანგეთში, კუვეიტში და ტუნისში ისლამური სახელმწიფოს ბოევიკების მიერ განხორციელებული ტერაქტები და აღნიშნა, რომ ამერიკელი ხალხი ლოცულობს დაღუპულების სულების მიმართ და ამ მძიმე დღეებში მათთან არიან სულით და გულით.

“ტერორიზმს არც ერთ საზოგადოებაში არ აქვს ადგილი და მის წინააღმდეგ ბრძოლაში უნდა გაერთიანდეს მთელი მსოფლიო თანამეგობრობა, მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი ამ საშინელი სენის ფესვების ძირფესვიანი გახმობა“, აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

აშშ-ს შიდა უსაფრთხოების მინისტრის ჯო ჟონსონის თქმით კი ამ ტერაქტების შემდეგ მათ ქვეყნის ოთხივ კუთხეში გაზარდეს უსაფრთხოების ზომები


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები