აშშ-მა ერაყში დამატებითი შეიარაღებული ძალები გაგზავნა

აშშ-მა ერაყში დამატებითი შეიარაღებული ძალები გაგზავნა

301913
აშშ-მა ერაყში დამატებითი შეიარაღებული ძალები გაგზავნა

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ერაყში ტერორორგანიზაცია ISIS-ის წინააღმდეგ ერაყის შეიარაღებილი ძალების გასაწვრთნელად 450 კაციანი სამხედრო ჯგუფი გაგზავნა. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველის მოადგილის, ბენ როდის, განცხადებით, მათი მიზანია ერაყის შეიარაღებული ძალებისათვის კოორდინაციის გაწევა. მისივე თქმით, აშშ ოპერაციებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ და მათი მიზანი მხოლოდ ერაყის შეიარაღებული ძალების გაწვრთნაა, რათა ისინი ISIS-ის წინააღმდეგ უფრო აქტიურნი გახდნენ. აშშ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილის ელისა სლოტკინის განცხადებით, რეგიონში არსებული საშიშოროებიდან გამომდინარე ბაზა ყოველთვის დაცვის ქვეშ იქნება. ობამას მმართველობას ISIS-ის წინააღმდეგ არსებულ საკითხებთან დაკავშირებით წარმომადგენელთა პალატა ყოველთვის აკრიტიკებდა, მაგრამ ამ შემთხვევაში მათ ეს გადადგმული ნაბიჯი დადებითად შეაფასეს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები