დიდ შვიდიანთა სამიტი დასრულდა

ობამამ გააკრიტიკა რუსეთის აგრესიული პოლიტიკა

297365
დიდ შვიდიანთა სამიტი დასრულდა


გერმანიის ქალაქ კრუნში მუშაობა დაასრულა დიდ შვიდიანთა სამიტმა და აქ მიღებული დადგენილებების შესახებ სპეციალური განცხადება გაავრცელა აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.

მისი თქმით პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენაზე ოცნებობს და ამ დროს კი რუსეთის ეკონომიკა განადგურებისკენ მიჰყავს.

“ჩვენ კრუნის სამიტზე უკრაინის კრიზისზეც გავამახვილეთ ყურადღება და კიევისადმი მხარდაჭერის გაგრძელებაზეც შევთანხმდით, ხოლო ამის პარალელურად უკრაინის მიმართ აგრესიული პოლიტიკის გამო რუსეთისადმი დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებსაც გავაგრძელებთ“, ხაზგასმით აღნიშნა ობამამ.

ისლამური სახელმწიფოს ერაყში და სირიაში წინსვლაზე საუბრისას კი ობამამ თქვა, რომ თუ უცხოელი ბოევიკების ხსენებულ ქვეყნებში გადასვლას შეაჩერებენ, მაშინ, ისლამურ სახელმწიფოს ჯერ იზოლაციაში მოაქცევენ და შემდეგ კი დაასუსტებენ.

მანვე მხარი დაუჭირა ერაყული ჯარების მომზადების დაჩქარებას

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები