საბერძნეთი IMF-ს ივნისის თვის ვალს ერთობლივად გადაუხდის

საბერძნეთი IMF-ს ივნისის თვის ვალს ერთობლივად გადაუხდის

293767
საბერძნეთი IMF-ს ივნისის თვის ვალს ერთობლივად გადაუხდის

საერთაშორისო სავალუტო ფონდ IMF-ს მიერ გაკეთებული განცხადებით საბერძნეთი ივნისის თვეში ოთხ განვადებიანი ვალის ერთობლივად გადახდას აპირებს. IMF-ს პრესმდივნის გერი რაისის მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ საბერძნეთმა IMF-ს მიმდინარე თვის ვალის ერთობლივად გადახდის შესახებ ოფიციალურად შეატყობინა და გადახდის ბოლო დღე 30 ივნისი იქნა გამოცხადეული. IMF-ს მმართველთა საბჭოს მიერ 1970 წელს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით ქვეყნებს, რომლებსაც ერთ თვეში რამოდენიმე განვადებიანი ვალი აქვთ გადასახდელი, შეუძლიათ ერთობლივად გადაიხადონ. ათენის მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადებით, საბერძნეთს დღეს გადასახდელი 300 მილიონი ევროს პირველი განვადების გადახდის საშუალება არ აქვს. საბერძნეთს ივნისის თვეში 1,5 მილიარდი ევრო IMF-სთვის 5,2 მილიარდი ევრო ევროკავშირისთვის, ე.ი. მთლიანობაში კი 6,7 მილიარდი ევრო აქვს მიმდინარე თვეში გადასახადი. მეორეს მხრივ ქვეყნის კრედიტორებთან ოთხ თვიანი მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რის გამოც საბერძნეთს ვალების გადახდა უჭირს. სპეციალისტების განცხადებით თუ საბერძნეთის შეთანხმებას ვერ მიაღწევს ისევ დეფოლტის პირისპირ აღმოჩნდება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები