ჩაძირული გემიდან 14 ადამიანი გადაარჩინეს

ჩინეთში, მდინარე იანძიზე, ქარიშხალის გამო ჩაძირული გემიდან 14 ადამიანი გადაარჩინეს და 18-ის ცხედარს მიაკვლიეს

291777
ჩაძირული გემიდან 14 ადამიანი გადაარჩინეს

ჩინეთში, მდინარე იანძიზე, ქარიშხალის გამო ჩაძირული გემიდან 14 ადამიანი გადაარჩინეს და 18-ის ცხედარს მიაკვლიეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ გადაბრუნებული გემის ქვედა ნაწილში ჰაერია და შესაძლოა ბევრი ადამიანი ისევ ცოცხალი იყოს.

ცუდი კლიმატური პირობების პირობებში სამაშველო სამძებრო სამუშაოებს 4 ათას კაციანი ჯგუფი აწარმოებს.

მყვინთავები სამძებრო სამუშაოებს გემის გარშემო სამი მიმართულებით ახორციელებენ.

გემზე 406 მგზავრი, 5 გიდი და ეკიპაჟის 47 წევრი იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მგზავრთა ასაკი 50-დან 80 წლამდე მერყეობს.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები