ჩინეთში სიგარეტი იკრძალება

ჩინეთში სიგარეტი იკრძალება

299175
ჩინეთში სიგარეტი იკრძალება

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში სიგარეტის აკრძალვის კანონი 1 ივნისიდან შედის ძალაში. ეს აკრძალვა ნებისმიერ დახურულ სახელმწიფო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში იმოქმედებს. კანონის მიხედვით სახელმწიფო სტურიქტურებში, ფილმებში და ჟურნალ-გაზეთებში სიგარეტის რეკლამირებაც იკრძალება. ოფიციალური მონაცემების მიხედვით ჩინეთში 300 მილიონი სიგარეტის მომხმარებელი ცხოვრობს. კანონის მიხედვით ავტობუსებში, სამუშაო ადგილებში, სკოლებსა და სავადმყოფოების მახლობლად სიგარეტის მოწევა იკრძალება. კანონის დამრღვევი პირები 32 დოლარით ხოლო, ფირმები 600 დოლარით დაჯარიმდებიან. კვლევების თანახმად ჩინეთში მილიონ ნახევარი ადამიანი სიგარეტის მიერ გამოწვეული დაავადების შედეგად იღუპება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები