ნეპალში დაღუპულთა რიცხვმა 4000-ს გადააჭარბა

ნეპალში დაღუპულთა რიცხვმა 4000-ს გადააჭარბა

252670
ნეპალში დაღუპულთა რიცხვმა 4000-ს გადააჭარბა

ნეპალში 25 აპრილს მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 4 ათასს გადააჭარბა. ათასობით ადამიანი დაკარგულია და ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

სასმელი წყლისა და საკვების დეფიციტს ეპიდემიის გავრცელების საფრთხეც დაემატა, რაც შეშფოთებას იწვევს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს გუშინ თურქეთიდან ჩასული ჯგუფიც შეუერთდა.

ამავდროულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთმა ევერესტის ჩრდილოეთით ფერდობზე დაგეგმილი ყველა ასვლა გააუქმა.

ნეპალის მიწისძვრის ბიძგების გამო მომხდარმა ნგრევამ ინდოეთში 61, ტიბეტში კი 20 ადამიანი იმსხვერპლა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები