ნეპალში 7.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 3 ათას 300-მდე გაიზარდა

251374
ნეპალში 7.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ნეპალში მომხდარი 7.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 3 ათას 300-მდე გაიზარდა.

უამრავი ადამიანი ნანგრევებშია დარჩენილი.

განმეორებით ბიძგებისა და მეწყერის გამო გართულებულია სამაშველო სამუშაოები, ხოლო მთიან რეგიონში კი ზვავის საშიშროებას იწვევს.

დაზარალებულების დასახმარებლად თურქეთის სამაშველო სამძებრო ასოციაციის AKUT-ის ჯგუფი ნეპალში უკვე გაემგზავრა.

20 კაციანმა ჯგუფმა თან ერთ ნახევარ ტონა ტექნიკური აღჭურვილობაც წაიღო.

ამავდროულად ნეპალიდან სტამბოლში დაბრუნდა თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელმაც თურქი და უცხოელი 242 მგზავრი ჩამოიყვანა.



საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები