ეგვიპტეში 50 მსჯავრდადებულიდან 13-ს სიკვდილი მიუსაჯეს

დანარჩენებს კი სამუდამო პატიმრობა გამოუტანეს

233797
ეგვიპტეში 50 მსჯავრდადებულიდან 13-ს სიკვდილი მიუსაჯეს

ეგვიპტეში მუსლიმანი ძმების ორგანიზაციის ლიდერთაგან მუჰამმედ ბედისთან ერთად 13 პირს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს.

მუჰამმედ ბედის და სხვა 50 მუსლიმანი ძმების მომხრეების სასამართლო პროცესი კაიროს სისხლის სამართლის სასამართლოში გაიმართა.

სასამართლომ მუჰამმედ ბედის და მუსლიმან ძმების ორგანიზაციის 13 წევრს სიკვდილით დასჯა, ხოლო დანარჩენებს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

სამუდამო პატიმრობა მისჯილთაგან ერთი აშშ-ს მოქალაქე მუჰამმედ სულთანიც არის, რომელიც ერთ წელზე მეტია რაც შიმშილობს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები