ციპრასი მოსკოვს ეწვია

მას პუტინიც მიიღებს

231332
ციპრასი მოსკოვს ეწვია


საბერძნეთის პრემიერი ალექსის ციპრასი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა მოსკოვში და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირისპირ შეხვედრაზე საბერძნეთის ეკონომიკური და ფინანსური კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობებზე გაამახვილებენ ყურადღებას.

როგორც ცნობილია საბერძნეთი ევროზონის ხსნის ფონდიდან 7 მილიარდიანი ევროს დახმარების ბოლო ტრანშს ელოდება და ეკონომიკურ კრიზისში მყოფ რუსეთისგან მართალია ფინანსურ დახმარებას არა, მაგრამ, მატერიალური დახმარება შეიძლება მოითხოვოს.

ამ მიზნით კი რუსეთმა შეიძლება საბერძნეთი ევროკავშირის წევრ იმ სამი ქვეყნის სიაში შეიტანოს, რომლებთანაც დასავლეთის სანქციების მიუხედავად სავაჭრო ურთიერთობებს აგრძელებს.

თუმცა ამასთან დაკავშირებით ციპრასმა უკვე მიიღო გაფრთხილება ევროპარლამენტის თავჯდომარე მარტინ შულცისგან, რომელმაც ბერძენ პრემიერს მოსთხოვა, სანქციების საკითხში არ დაარღვიოს ევროკავშირის პოლიტიკა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები