ჩილესა და პერუში წყალდიდობაა

ჩილესა და პერუში ძლიერი წვიმების შემდეგ წყალდიდობა მოხდა

281852
ჩილესა და პერუში წყალდიდობაა

ჩილესა და პერუში ძლიერი წვიმების შემდეგ წყალდიდობა მოხდა. 

პერუში ნალექების დიდი რაოდენობით გამოწვეულმა მეწყერმა 7 ადამიანი იმსხვერპლა, 65 სახლი დაზიანდა.

ზოგიერთ ქალაქში ქუჩები ტალახითა და კლდის ნამსხვრევებით დაიფარა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნაში ცუდი კლიმატური პირობები თვის ბოლომდე გაგრძელდება.

ჩილეში კი მდინარეების ადიდების შედეგად წყლით დაიფარა ქუჩები და დასახლებული უბნები. დაკარგულია 10 ადამიანი.

დაახლოებით 40 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, 50 ათას ადამიანს არ მიეწოდება სასმელი წყალი.

იმის გამო, რომ გზები ჩაკეტილია, დაზარალებულების ევაკუაცია ვერტმფრენებით ხდება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები