ამერიკელ სერჟანტს ბერგდალს „დეზერტირობის" გამო გაასამართლებენ

ამერიკელ სერჟანტს ბერგდალს „დეზერტირობის“ გამო გაასამართლებენ

282986
ამერიკელ სერჟანტს ბერგდალს „დეზერტირობის" გამო გაასამართლებენ

2009 წელში ავღანეთის სამხრეთში თალიბანთან კავშირში მყოფი ერთ-ერთი ორგანიზაციის მიერ გატაცებული და 5 წლის შემდეგ პატიმართა გაცვლით გათავისუფლებულ სერჟანტ ბოვი ბერგდალს „დეზერტირობასა“ და „მტრის წინააღმდეგ შეუფერებლად მოქცევაში“ ედება ბრალი.

გუანტანამოს ყურეში ამერიკის საზღვაო ბაზაში დაკავებული თალიბანის წევრებში გაცვლის გზით გათავისუფლებული ამერიკელი სერჟანტისათვის „სამუდამო პატიმრობას“ ითხოვენ.

ბერგდალი ჯერ „დიდი ჟიურის“ წინაშე წარსდგება. ჟიურის მიერ მისი დანაშაულის აღიარების შემთხვევაში კი მას სამხედრო ტრიბუნალზე გადააგზავნიან.

ავღანეთში ბერგდალის სამხედრო შენაერთის წევრები მას შენაერთის განზრახ დატოვებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ იგი გახდა მის საძებნად წასული სამხედროების სიკვდილის მიზეზი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები