პოროშენკომ 4 სარდალს უკრაინის გმირი წოდება მიანიჭა

“დონბასის 70% განთავისუფლებულია“

278498
პოროშენკომ 4 სარდალს უკრაინის გმირი წოდება მიანიჭა


უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლებთან შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ მათ შესძლეს დონბასის რეგიონის 70%-ის განთავისუფლება სეპარატისტებისაგან და ამის გამო მან აქ მიმდინარე ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის 4 სარდალს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა.

პოროშენკოს თქმით ხსენებული რეგიონები გასული წლის აგვისტოში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გაანთავისუფლეს, როცა პრორუსები განდევნეს 100-ზე მეტი დასახლებიდან.

“ჩვენი არმია მზად არის მოიგერიოს სეპარატისტების მხრიდან წამოსული ნებისმიერი ახალი თავდასხმა. ამ ბრძოლებმა ჩვენ დიდი გამოცდილება შეგვძინა და დღეს უკრაინის არმია ევროპის ყველაზე ძლიერი 5 სახელმწიფოს არმიაში შედის“, განაცხადა პოროშენკომ 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები