ჰოლანდიაში ფულის გათეთრების ბრალდებების გამო მაღალჩინოსნები გადა

ჰოლანდიაში იუსტიციისა და უსაფრთხოების მინისტრი და თანაშემწე შავი ფულის გათეთრებაში მონაწილეობის ბრალდებების გამო იძულებულნი გახდნენ თანამდებობა დაეტოვებინათ

256309
ჰოლანდიაში ფულის გათეთრების ბრალდებების გამო მაღალჩინოსნები გადა

ჰოლანდიაში იუსტიციისა და უსაფრთხოების მინისტრი და თანაშემწე შავი ფულის გათეთრებაში მონაწილეობის ბრალდებების გამო იძულებულნი გახდნენ თანამდებობა დაეტოვებინათ.

ჰოლანდიის იუსტიციის მინისტრმა ივო ოპსტელტენმა მის მიერ 2001 წელში ნარკობარონის კუთვნილი შავი ფულის გათეთრების თაობაზე გავრცელებული ბრალდებების გამო თანაშემწე ფრედ ტევენთან ერთად თანამდებობა დატოვა.

ხელისუფლების ყველაზე დიდი მოკავშირე ლიბერალური პარტიის ორ წევრს 2001 წელში აღნიშნული ნარკობარონის შესახებ პარლამენტისათვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება ედება ბრალად.

ბრალდებების მიხედვით, ბარონის ლუქსემბურგის ანგარიშზე არსებული 2 მილიონი ევრო იუსტიციის სამინისტროსათვის 340 ათასი ევროს გადახდის სანაცვლოდ უკან დაუბრუნდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები