ავღანეთი მეწყერს და წყალდიდობას ებრძვის

დაიღუპა 36 დაიღუპა

237698
ავღანეთი მეწყერს და წყალდიდობას ებრძვის



ქაბულიდან მიღებული ცნობებით ავღანეთის ჩრდილო აღმოსავლეთში მდებარე ფენჩშირის პროვინციის გუბერნატორი აბდულ რაჰმან ქაბირი იტყობინება, რომ ამ პროვინციის ამავე სახელწოდების დედაქალაქში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც მის ქვეშ მოჰყვა სულ 82 კაცი და აქედან 28 კაცი დაიღუპა, 10 კი დაიჭრა, ხოლო დანარჩენი 44 კაცის ძიება კი გრძელდება.

ამ რეგიონში ყოველწიურად ასობით კაცი იღუპება მეწყერისგან.

ქაბულიდან მიღებული მეორე ცნობით ამ ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ლაგმანში კი წყალდიდობის შედეგად 8 კაცი დაიღუპა, განადგურდა ათასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები