აშ შაბაბი აშშ-ში, კანადასა და ინგლისში ტერაქტებით იმუქრება

„აშ შაბაბი აშშ-ში, კანადასა და ინგლისში ტერაქტებით იმუქრება

229141
აშ შაბაბი აშშ-ში, კანადასა და ინგლისში ტერაქტებით იმუქრება


სომალიში მოქმედი ტერორგანიზაცია „აშ შაბაბი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და ინგლისში სავაჭრო ცენტრებში ტერორისტული აქტების მოწყობით იმუქრება.

აშ შაბაბი“-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში დასახელებულია ამ სავაჭრო ცენტრების სახელებიც.

ვიდეოში ასევე ნახსენებია 2013 წლის სექტემბერში კენიაში სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული თავდასხმა, რასაც 67 ადამიანი ემსხვერპლა და კენიაში ახალი ტერაქტების მოწყობით იმუქრებიან.

ამერიკის შიდა უსაფრთხოების მდივანმა ჯეჰ ჯონსონმა განაცხადა, რომ აშ საბაბის მუქარას სერიოზულად უდგებიან და ხალს ყურადღებისა და სიფრთხილის გამოჩენისაკენ მოუწოდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის მოსახლეობა მუქარის მიუხედავად, სავაჭრო ცენტრებში სიარულისაგან თავს არ იკავებს და სავაჭრო ცენტრში მიმსვლელთა რიცხვი არ შემცირებულა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები