ახალი წელი ჩინეთში

ჩინეთი ახალ წელს 19 თებერვალს ღნიშნავს

225515
ახალი წელი ჩინეთში

ჩინეთი ახალი წელს გრანდიოზული ღონისძიებით შეხვდა. ჩინელების ვარაუდით 2014 წელმა არც თუ ისე კარგად ჩაიარა, მთვარის კალენდრის მიხედვით 19 თებერვალს, ე.ი. გუშინ თხის წელი დაიწყო და მათ იმედი აქვთ, რომ ეს წელი წარმატებული იქნება.

პეკინში ახალ წელთან დაკავშირებით ბაზრებში ტრადიციული ვაჭრობები გაიმართა სადაც სხვადასხვა სათამაშოები, ყვავილები და სხვა ნივთები იყიდებოდა.

საღამოს კი 2 ათას წლიანი და ერთგვარ ტრადიციად ქცეული ზარების დაკვრის ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც 180-ჯერ ჩამოჰკრეს და შემდეგ ზეიმი დაიწყო.

ქალაქის ცენტრში ტრადიციულ ფორმებში გამოწყობილი მოცეკვავეების და აკრობატების მიერ გამართულმა კონცერტმა დიდი ყორადღება და მოწონება დაიმსახურა. პეკინის ცენტრში გამართულ კონცერტს უცხოელ ტურისტებთან ერთად დაახლოებით 150 ათასი ადამიანი ესწრებოდა.

ჩინური ახალი წელი ასევე ნიუ იორკში და ლონდონში ჩინურ უბნებშიც აღინიშნა. ინგლისის პრემიერმა დავიდ კამერონმაც მიულოცა ლონდონელ ჩინელებს ახალი წლის დადგომა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები