პრო რუსებს და უკრაინის ხელისუფლებას შორის ცეცხლის შეწყვეტა

საომარი ფრონტიდან მოსული ინფორმაციებით, მხარეები შეეგუვნენ ცეცხლის შეწყვეტის პირობებს.

218916
 პრო რუსებს და უკრაინის ხელისუფლებას შორის ცეცხლის შეწყვეტა

უკრაინაში პრო რუსებს და უკრაინის ხელისუფლებას შორის ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევიდა ამ შუა ღამიდან.
საომარი ფრონტიდან მოსული ინფორმაციებით, მხარეები შეეგუვნენ ცეცხლის შეწყვეტის პირობებს.
შუა ღამისას სროლის ხმა გაისმა პრო რუსების დონეცკის ზონიდან, მაგრამ არ ჰქონია ადგილი რაიმე სამხედრო მოძრაობას.
შეწყვეტის დაწყებიდან 48 საათის შემდეგ, მხარეებმა დაიწყეს მძიმე შეიარაღების ფრონტიდან გაყვანა.
ხუთშაბათს, ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში, ნორმანდიის ოთხეულად წოდებულ რუსეთის, უკრაინის, გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებს შეთანხმება ჰქონდათ მიღებული ცეცხლის შეწყვეტის პროტოკოლთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინაში 10 თვის განმავლობაში მიმდინარე შიდა ომის შეწყვეტას და სამუდამო მშვიდობის მისაღწევად მოლაპარაკებების დაწყებას. აშშ-ის პრეზიდენტს ობამას სატელეფონო საუბარი ჰქონდა უკრაინის აღმოსავლეთის მოვლენებთან დაკავშირებით გერმანიის სახელმწიფო კანცლერთა ანგელა მერქელთან და უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოსთან. საუბარი ჩატარდა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. საჭიროდ იქნა მიჩნეული მხარეებმა შეასრულონ მათზე დაკისრებული ვალდებულებები.
ობამამ, პოროშენკოს მიუსამძიმრა ინციდენტებში დაღუპულების გამო.
მნიშვნელოვნად მიიჩნია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და სამუდამო მშვიდობის მიღწევა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები