ტერ-ორგანიზაცია IŞİD-მა ბარბაროსულად მოკლა პილოტი

ობამა: პილოტი კასასიბე იქნება იორდანელი ხალხის მამაცობის სიმბოლური გამოხატულება.

211183
ტერ-ორგანიზაცია IŞİD-მა ბარბაროსულად მოკლა პილოტი

ტერ-ორგანიზაცია IŞİD-ის მხრიდან იორდანელი პილოტის მუაზ ელ კასასიბეს მოკვლის შემდეგ, იორდანიამ დაპატიმრებულ ტერორისტთან საჯიდე ელ რიშავისთან ერთად სიკვდილით დასაჯა კიდევ ერთი ტერორისტი.
მაშინ, როცა მასმედიაში გავრცელდა იორდანელი პილოტის არა ადამიანურად სიკვდილით დასჯა, იორდანიამაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ საპატიმროში მყოფ იშიდის ყველა პასუხისმგებელ პიროვნებას გამოუტანს სიკვდილის სასჯელს.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში მწუხარება გამოითქვა ტერ-ორგანიზაცია IŞİD'ის მხრიდან იორდანელი პილოტის მოკვლასთან დაკავშირებით.
აღინიშნა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, თურქეთი წარმართავს იორდანიის ჩათვლით საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად. მკაცრად გმობს ბარბაროსულ მკვლელობას, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ ადამიანურს.
სამძიმარი გამოითქვა იორდანელი ხალხისადმი.
ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც და მას იშიდის მორიგი ბარბაროსული ქმედება უწოდა. აღნიშნა, რომ პილოტი კასასიბე იქნება იორდანელი ხალხის მამაცობის სიმბოლური გამოხატულება.
აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის ფსაკის ცნობით, კი იკვლევენ რამდენად მართალია პილოტის დაწვით მოკვლის ამსახველი ფოტოსურათები და ვიდეო ჩვენებები.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები