ტერ-ორგანიზაცია IŞİD-ის ბარბაროსობა დაგმობილ იქნა

იაპონიის პრემიერმა შინზო აბემ შეუწყნარებელი უწოდა ტერ-ორგანიზაციის დანაშაულს.

211501
ტერ-ორგანიზაცია IŞİD-ის ბარბაროსობა დაგმობილ იქნა

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ჯოე ბიდენი, შეხვდა ვაშინგტონში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ იორდანიის მეფე აბდულლაჰს.
ტერ-ორგანიზაცია IŞİD-ის მხრიდან იორდანელი პილოტის მოკვლასთან დაკავშირებით მან მიუსამძიმრა იორდანიის მეფეს და მთელ იორდანელ ხალხს.
გაეროს სამდივნოს განცხადებით კი კასასიბეს ბარბაროსულმა მკვლელობამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ტერ-ორგანიზაცია "IŞİD-ი არავითარ ღირებულებას არ აძლევს ადამიანის სიცოცხლეს.
განცხადებით, ინციდენტი დაგმო გაეროს გენერალურმა მდივანმა ბანკი მუნმაც და სამძიმარი გამოუცხადა პილოტის ახლობლებს. მოწოდებით მიმართა გაეროს წევრ სახელმწიფოებს დაირაზმნენ და გაზარდონ ტერორიზმის და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა.
იაპონიის პრემიერმა შინზო აბემ, შეუწყნარებელი უწოდა ტერ-ორგანიზაციის დანაშაულს.
გერმანელმა სახელმწიფო კანცლერმა ანგელა მერქელმა კი განაცხადა, რომ გაუგებარია, რატომ ჩადიან ადამიანები ასეთ მხეცურ დანაშაულს.
ტერ-ორგანიზაცია IŞİD-ის ქმედება დაგმო ინგლისის პრემიერმა დავიდ კამერონმა და აღნიშნა, რომ ტერ-ორგანიზაციის ასეთი უმოწყალო ბარბაროსობა მხოლოდ გააძლიერებს მათდამი ზიზღს.
იორდანელი პილოტის ბარბაროსული მკვლელობა, არაბთა ლიგის გენერალური მდივნის ნაბილ ალ-არაბის გარდა დაგმო ლიბანმა, მაროკომ, სუდანმა, ეგვიპტემ, პალესტინამ, კატარმა, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა, ბაჰრეინმა, ქუვეითმა და საუდის არაბეთმა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები