ბრძოლებმა უგლეგორსკში და დებალცევოში გადაინაცვლეს

ლიკვიდირებულია 157 სეპარატისტი

209258
ბრძოლებმა უგლეგორსკში და დებალცევოში გადაინაცვლეს



უკრაინის ანტიტერორისტული ბრძოლის ცენტრის განცხადებით ამ ქვეყნის ძალებსა და პრორუს სეპარატისტებს შორის ამჟამად ყველაზე ცხარე ბრძოლები დონეცკსა და ლუგანსკს შორის მდებარე უგლეგორსკში და დებალცევოში მიმდინარეობს რა, ბოლო 24 საათის განმავლობაში ლიკვიდირება გაუკეთეს 157 სეპარატისტს, ხოლო მათთან ბრძოლაში დაიღუპა 5 უკრაინელი ჯარისკაცი, 27 კი დაიჭრა.

ამავე ცნობით უკრაინის ჯარმა გაანადგურა სეპარატისტების კუთვნილი 4 საარტილერიო დანადგარი და 22 სატრანსპორტო საშუალება.

ამ დროს ეუთოს როტაციულმა თავჯდომარემ, სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივიჯა დაჯიჩმა მხარეებს დებალცოვოში მინიმუმ სამ დღიანი მორატორიუმის გამოცხადება შესთავაზათ, რათა მასში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ შესძლოს ქალაქის დატოვება და უსაფრთხო ადგილებში გადასვლა.

მანვე მხარეებს გასული წლის სექტემბერში მინსკში ხელმოწერილი შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაც მოსთხოვათ


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები