დებალცევო ცეცხლის რკალშია მოქცეული

მას მასიურად ბომბავენ რუსი სეპარატისტები

206163
დებალცევო ცეცხლის რკალშია მოქცეული



დღითიდღე მძაფრდება სიტუაცია აღმოსავლეთ უკრაინაში და ამჟამად ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს ლუგანსკსა და დონეცკს შორის მდებარე ქალაქ დებალცევოში, სადაც პრორუსები დერეფნის გაჭრას ცდილობენ და ამიტომ მასიურადაც ბომბავენ მას.

ქალაქში 25 ათასამდე კაცია დარჩენილი და მათ არ მიეწოდებათ წყალი და ელექტროენერგია, ამიტომაც დარჩენილებიც გარბიან დებალცოვოდან.

დღეს გავრცელებული ინფორმაციებით სეპარატისტები მობილიზების გამოცხადებას და 100 ათას კაციანი არმიის შექმნას აპირებენ.

ამის საწინააღმდეგოდ კი უკრაინა რეზერვისტებს იწვევს არმიაში, ხოლო ამის პარალელურად კონფლიქტის რეგიონში დამატებით ნაწილებს აგზავნის.

ამავე ინფორმაციებით შაბათ-კვირის შეტაკებების დროს 28 ჯარისკაცი და 17 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები