ისრაელის 450 სამოსახლოს გაშენებას აშშ-მა არა ლეგიტიმური უწოდა

მშენებლობა ზიანს აყენებს ორ სახელმწიფოს შორის შემრიგებლური შედეგის მიღებას.

204080
ისრაელის 450 სამოსახლოს გაშენებას აშშ-მა არა ლეგიტიმური უწოდა

ისრაელის, დასავლეთის სანაპიროზე 450 სამოსახლოს გაშენებასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი გრძელდება.
აშშ-მა, სამოსახლოების მშენებლობა არა ლეგიტიმურად მიიჩნია.
საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ყოველდღიურ ბრიფინგზე თეთრის სახლის მრჩეველმა ჟოშ ერნესტმა და აღნიშნა, რომ აშშ-ის პოზიცია კონკრეტულია. მიაჩნიათ, რომ არა ლეგიტიმური მშენებლობა ზიანს აყენებს ორ სახელმწიფოს შორის შემრიგებლური შედეგის მიღებას.
მას შეუძლია ისრაელ-პალესტინას შორის დაძაბულობის მომძლავრება და საერთაშორისო არენაზე ისრაელის განმარტოება.
ეს მდგომარეობა ხელს არ შეუწყობს არც ისრაელის უსაფრთხოების განმტკიცებას და არც სამშვიდობო შეთანხმების მიღებას.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები