სანქციები რუსეთს და პრო რუსებს

მიიღეს შეთანხმება სანქციები, რომელსაც ვადა დაუსრულდება მარტში, გაგრძელდეს სექტემბრამდე.

202396
სანქციები რუსეთს და პრო რუსებს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება 6 თვით გაუგრძელოს სანქციები რუსეთს და პრო რუსებს.
უკრაინის აღმოსავლეთით მომძლავრებული შეტაკების გამო საგანგებოდ შეკრებილ სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს შეთანხმება სანქციები, რომელსაც ვადა დაუსრულდება მარტში, გაგრძელდეს სექტემბრამდე. ასევე შეთანხმდნენ სიაში ახალი პირების შეყვანის თაობაზე.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ფედერიკა მოგჰერენის განცხადებით, შემოიღებენ სავიზო რეჟიმის აკრძალვას და ერთ კვირაში წინადადებას მოამზადებენ იმ პირებთან დაკავშირებით, რომელთა ქონების გაყინვაც მოხდება.
9 მარტს კი დასამტკიცებლად გადაეცემა საგარეო საქმეთა სამინისტროს.
ასევე მინსკის შეთანხმების ძალაში შესვლის გარანტირებისთვის ახდენენ ყველანაირ სამზადისს.
აშშ-მა ევროკავშირის სანქციების გაგრძელებას დადებითი ნაბიჯი უწოდა. საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველმა ჯენ ფსაკიმ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები