ბრიუსელში უკრაინის დღის წეესრიგის გამო იკრიბებიან

უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები ისევ ბრიუსელის მთავარ თემად რჩება

201967
ბრიუსელში უკრაინის დღის წეესრიგის გამო იკრიბებიან

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის დღის წეესრიგის გამო იკრიბებიან. სავარაუდოდ რუსეთის მიმართ ახალი სანქციების წინადადებები იქნება წამოყენებული.

შეკრებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლე კლიმკინიც დაესწრება. ბრიუსელში მყოფ კლიმკინს პირველი შეხვედრა ნატოს შტაბში უკვე ჰქონდა. მან ნატოს გენერალურ

მდივან იენს სტოლტენბერგს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და რუსეთის მიმართ უფრო მეტი ზეწოლის განხორციელება სთხოვა.

სტოლტენბერგმა კი რუსეთს კიდევ ერთხელ სეპარატისტების მიმართ სამხედრო მხარდაჭერის შეჩერებისკენ მოუწოდა. მან ასევე თავის განცხადებაში დასძინა, რომ უკრაინის

ტერიტორიული მთლიანობა ევრო-ატლანტიკური ალიანსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სტოლტენბერგმა ასევე მინსკის შეთანხმების ფარგლებში უკრაინას ცეცხლის შეწყვეტისთვის

მხარდაჭერა აღუთქვა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები