მარიუპოლში თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე სპეციალურად განხორ

გაერთიანებული ერების განცხადებით უკრაინის სამხრეთში მდებარე ქალაქ მარიუპოლში თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე სპეციალურად განხორციელდა

198407
 მარიუპოლში თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე სპეციალურად განხორ

გაერთიანებული ერების განცხადებით უკრაინის სამხრეთში მდებარე ქალაქ მარიუპოლში თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე სპეციალურად განხორციელდა.

პოლიტიკურ საკითხებზე პასუხისმგებელმა, გენერალური მდივნის მოადგილემ, ჯეფრი ფელტმანმა განაცხადა, რომ ეს ადამიანის საერთაშორისო უფლებების დარღვევა გახლავთ.

ფელტმანის განცხადებით, პრორუსების მიერ ჩადენილ თავდასხმას შესაძლოა ომის დანაშაულის კლასიფიკაცია მიენიჭოს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უსაფრთხოების საბჭომ უკრაინის კრიზისის დაწყებიდან დღემდე ამ თემაზე 29 შეხვედრა გამართა.

ფელტმანის თქმით, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დამკვირვებლთა კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თავდასხმა პრორუსი სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მყოფი რეგიონებიდან განხორციელდა.

გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა კი საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინა დონეცკში სამოქალაქოებისა და სამხედროების მიმართ განურჩევლად თავდასხმების ჩადენაში დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, რომ მარიუპოლში კვირის ბოლოს მძიმე შეიარაღების გამოყენებით განხორციელებულ შეტევას 30 ადამიანი ემსხვერპლა, 103 კი დაიჭრა.

რეიტინგის საერთაშორისო სააგენტო Standard & Poor’s-მა კი რუსეთის საკრედიტო მაჩვენებელი "BBB-" "BB+"-მდე ჩამოაქვეით, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა საინვესტიციო ქვეყნის სტატუსი დაკარგა.

აღნიშნულმა ფაქტმა დიდი რყევები გამოიწვია შიდა და გარე ბაზრებზე.

რუსული რუბლი დოლართან და ევროსთან მიმართებაში კიდევ 7%-ით გაუფასურდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები