თავდასხმა აფრიკაში თურქეთის დელეგაციაზე

თავდასხმა აფრიკაში თურქეთის დელეგაციაზე

194603
თავდასხმა აფრიკაში თურქეთის დელეგაციაზე

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სომალიში დაგეგმილ ვიზიტამდე დედაქალაქ მოგადიშუში თურქეთის დელაგაციაზე თავდასხმა განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით დელეგაციის წევრებიდან არავინ დაშავებულა.

სომალის პოლიციის მიერ როიტერთან გაკეთებული განცხადებით, თავდასხმა თურქეთის დელაგაციის სასტუმროს შესასვლელთან მანქანაში დამონტაჟებული ბომბით განხორციელდა. მისივე განცხადებით თურქეთის დელეგაციაში დაღუპული ან დაშავებული არავინაა.

წითელი მთვარის ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მეჰმედ გულლუოღლუს თქმით, თავდასხმის შედეგად შეიძლება სომალის მოქალაქეები აღმოჩნდნენ დაღუპულები.
აფრიკაში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი ერდოღანი დღეს ეთიოპიაში განაგრძობს შეხვედრებს, ხვალ კი ასევე აფრიკის ქვეყნებიდან ჯერ ჯიბუტიში, შემდეგ კი სომალის დედაქალაქ მოგადიშუში გეგმავდა ვიზიტს.

შეგახსენებთ, რომ მოგადიშუში 2013 წელს თურქეთის საელჩოზე განხორციელებული თვითმკვლელური ტერაქტის შედეგად ერთი თურქი პოლიციელი დაიღუპა. ეს თავდასხმა თავის თავზე აიღო ალ-ქაიდასთან დაკავშირებულმა ალ-შაბაბის ორგანიზაციამ.

ამ ფაქტიდან ერთი წლის შემდეგ თურქეთის ავიახაზების საქალაქო სამსახურის ერთ-ერთ პერსონალზე თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები