რუპერტ მარდოკის გამონათქვამების მიმართ ისევ მწვავე რეაქციას გამო

მარდოკის გამონათქვამებს რეაქცია თურქეთშიც მოჰყვა

181760
რუპერტ მარდოკის გამონათქვამების მიმართ ისევ მწვავე რეაქციას გამო

რუპერტ მარდოკის გზავნილმა, რომელშიც ნათქვამია, რომ "ყველა მუსლიმი ჩარლი ჰებდოზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებელია", მწვავე რეაქცია გამოიწვია.

მარდოკის გამონათქვამებს რეაქცია თურქეთშიც მოჰყვა.

ტრანსპორტის, ზღვაოსნობისა და კომუნიკაციების მინისტრმა, ლუტფი ელვანმა, განაცხადა: "ვფიქრობ, რომ ტვიტის ავტორს ავადმყოფური სულის მდგომარეობა უნდა ჰქონდეს. როგორც საფრანგეთში თავდასმის ჩამდენი აზროვნებაა საშიში, ასევე საშიშია ეს აზროვნებაც. ისლამი მშვიდობისა და ძმობის რელიგიაა. ვგმობამ ამ ადამიანებს. ვფიქრომ, ამ პიროვნებამ საჭიროა მთლიანად ისლამურ სამყაროს და მუსლიმებს ბოდიში მოუხადოს".

სამართლიანობისა და განვითარების პარტიის გენერალური მდივნის მოაგილემ სულეიმან სოილუმ აღნიშნა: "კაცობრიობის მომავლისათვის ამგვარი განცხადებები უპასუხისმგებლო განცხადებებია. ეს მხოლოდ ისლამთან დაკავშირებული განცადებები არ არის, ეს განცხადებები ზიანს აყენებს მთელ კაცობრიობას".

სტრატეგიული ინსტიტუტის თავმჯდომარის ბიროლ აქგუნის განცხადებით, მნიშვნელოვანია დამნაშვის ჩამდენის დასჯა, მაგრამ მთლიანად საზოგადოების დადანაშაულება თანამედროვე პოლიტიკის გაგების შესაბამისი არ არის რა, ამგვარი განცხადბები ISIS-ს სხვადასხვა შენაერთებს ემსახურება და საფრთხეს უქმნის მსოფლიო მშვიდობას.

ამავე ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილის მეჰმედ შაჰინის თქმით კი "მედიის მფლობელის ეს განცხადება, რომელსაც მილიონობით მიმდევარი ჰყავს, ტერორიზმის საძირკვლის მომმზადებელ სტრუქტურას ქმნის. მიზეზი გახდება ისლამოფობიური ქმედებებისა".


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები