მსოფლიოს ხალხები გმობენ ტერორიზმს

მთელი ევროპა ფეხზე დგას

182150
მსოფლიოს ხალხები გმობენ ტერორიზმს



პარიზის თავდასხმებმა მთელი მსოფლიო ფეხზე დააყენა და მრავალ ქვეყანაში მოეწყო ანტი ტერორისტული გამოვლები, რომლებზედაც სოლიდარობა გამოუცხადეს ფრანგ ხალხს.

18 ათასზე მეტი კაცი შეუერთდა ბერლინში ასეთ გამოსვლას, რომელზედაც ძირითადი ყურადღება პრესისა და სინდისის თავისუფლებაზე გაამახვილეს ყურადღება.

“ჩვენ ყველანი შარლები ვართ“, “ჩვენ ყველანი აჰმეტები ვართ“, აი ეს პლაკატები იყო ყველაზე მეტად და აჰმეტში გულისხმობდნენ იმ დაჭრილ პოლიციელს, რომელიც მუსლიმანობის მიუხედავად მაინც გაიმეტეს სატირულ ჟურნალზე თავდასხმის განმხორციელებელმა ტერორისტებმა და დაჭრილს კიდევ ერთი ტყვია დაახალეს, რაც კარგად ჩანს გავრცელებულ ვიდეოებში.

ბრიუსელშიც ხალხმრავალი გამოსვლა მოეწყო და აქაც აქცენტი სიტყვის თავისუფლებაზე გაამახვილეს.

მადრიდის მსვლელობის მონაწილეებმა ფრანგებისადმი სოლიდარობა საფრანგეთის ჰიმნის მღერით და ფრანგული დროშებისა და ალმების ტარებით გამოხატეს.

ინგლისელებმა ლონდონის ყველაზე ცნობილი ნაგებობები საფრანგეთის ოფიციალური დროშის ფერად შეღებეს.

ფრანგების თანაგრძნობის აქციები გაიმართა ასევე ვენაში, სტოკჰოლმში, რომში, მონრეალში, ბეირუთში, ტოკიოში, იერუსალიმში, რამალლაჰში, კაიროში და ა.შ,


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები