აშშ-ში პოლიციელები მოკლეს

ნიუ-იორკში შავკანიანმა თავდამსხმელმა ორი პოლიციელი მოკლა

154819
აშშ-ში პოლიციელები მოკლეს

ნიუ-იორკში, სადაც რასიზმის საწინააღმდეგო დემონსტრაციები გრძელდება, ამჯერად შავკანიანმა თავდამსხმელმა ორი პოლიციელი მოკლა.

ნიუ-იორკში ორი პოლიციელი, რომლებიც პატრულირებას ახორციელებდნენ, ისმაილ ბრინსლის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელი დანაშაულის ჩადენამდე სოციალური ქსელის მეშვეობით პოლიციელებს დაემუქრა.

პოლიციელთა მკვლელობის შემდეგ კი თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

თავდასხმა დაგმო ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და განაცხადა, რომ პოლიციის მუშაკები პატივისცემას იმსახურებენ.

შეგახსენებთ, რომ ფერგიუსონში მიშელ ბრაუნის მკვლელობის შემდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლები, მას შემდეგ, რაც სასამართლომ შავკანიანი ახალგაზრდის მკვლელი პოლიციელები გაამართა, მთელ ქვეყანას მოედო.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები