ნატო-ს ოპერაციას 5 მოსწავლე ემსხვერპლა

ნატო-ს ოპერაციას 5 მოსწავლე ემსხვერპლა

144681
ნატო-ს ოპერაციას 5 მოსწავლე ემსხვერპლა

ავღანეთის ქალაქ პერვანში ნატოს მიერ განხორციელებულ საჰაერო ოპერაციას ლიცეუმის 5 მოსწავლე ემსხვერპლა.

პერვანის უშიშროების სამმართველოს დირექტორმა ზამან მამოზაიმ განაცხადა, რომ ნატომ რეგიონში მყოფი თალიბანის მილიტანების წინააღმდეგ საჰაერო ოპერაცია განახორციელა, მაგრამ შეცდომით მოკლა მოსწავლეები, რომლებიც ნაღში გაკვეთილებს მეცადინეობდნენ.

ნატოს მიერ გაკეთებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ დაღუპულები არა მოსწავლეები, არამედ თალიბანის წევრები არიან.

ნატოს მიერ გასულ წელში ამავე რეგიონში განხორციელებულ საჰაერო ოპერაციებს 13 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები