ფერგუსონის გადაწყვეტილებამ არია აშშ-ი

აქციაზე გამოვიდნენ პანკარტით:-” შეაჩერეთ რასისტული პოლიციის ტერორი."

205114
ფერგუსონის გადაწყვეტილებამ არია აშშ-ი

ფერგუსონის გადაწყვეტილებამ არია აშშ-ი.
გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება არ იქნეს გასამართლებული აშშ-ის ქალაქ ფერგუსონში, სამი თვის წინ, 18 წლის შავკანიანი უიარაღო ახალგაზრდის მიშელ ბროვნის მკვლელი პოლიციელი დარრენ ბროვნი.
ჟიურიმ ეს გადაწყვეტილება გამოიტანა პოლიციის კანონიერი თავდაცვის ინსტიქტის მოტივზე დაყრდნობით.
ინციდენტმა დიდი არეულობა გამოიწვია ქალაქში და სახელმწიფოში.
ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას და მოკლული ახალგაზრდის ოჯახის მოწოდების მიუხედავად, გაგრძელდა არეულობა. ცეცხლი წაუკიდეს 12 შენობას და პოლიციელების მრავალ მანქანას. იარაღების ხმა მოედო ქუჩებს, გაიძარცვა სამუშაო ადგილები.
შეტაკება მოხდა მომიტინგეებს და პოლიციას შორის. მომიტინგეებმა მოიწადინეს პოლიციის შენობისკენ მსვლელობის განხორციელება, ქვები და ხელკეტები დაუშინეს პოლიციელებს.
დაშავდა სულ ცოტა 29 ადამიანი. უკანასკნელ დროს ქალაქში იარაღით ვაჭრობის გაზრდით, უფლებამოსილები შიშობენ არეულობის სხვა ქალაქებშიც გავრცელებაზე.
აქცია მოედო სხვა ქალაქებსაც. ვაშინგტონში თეთრი სახლის წინ აქციაზე გამოვიდნენ პანკარტით:-” შეაჩერეთ რასისტული პოლიციის ტერორი."
ნიუ-ორკში, ტაიმსის მოედანზე, აქციის გამო შეწყდა მოძრაობა.
აქციას შეუერთდნენ თეთრ-კანიანებიც. აქციები ჩატარდა ქალაქებში ვაშინგტონში, ლოს ანჯელესში, ჩიკაგოსა და ბოსტონში.
სეატლეში გზებზე დაწვნენ და გადაკეტეს მოძრაობა. ამერიკელმა შავკანიანებმა მოითხოვეს თანასწორობა. სააგენტოების თქმით ეს აქციები ბევრად უფრო დიდი წინა აგვისტოში მომხდართან შედარებით.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები