აშშ-ის არმიამ ერაყსა და სირიაში 6 სამიზნეზე საჰაერო ოპერაციები გ

ერთ-ერთი ოპერაცია სირიაში ალ ქაიდასთან კავშირში მყოფი ხორასანის ჯგუფის წინააღმდეგ ჩატარდა

199101
აშშ-ის არმიამ ერაყსა და სირიაში 6 სამიზნეზე საჰაერო ოპერაციები გ

აშშ-ის არმიამ ერაყსა და სირიაში 6 სამიზნეზე საჰაერო ოპერაციები განახორციელა.

ერთ-ერთი ოპერაცია სირიაში ალ ქაიდასთან კავშირში მყოფი ხორასანის ჯგუფის წინააღმდეგ ჩატარდა, ხუთი თავდასხმის სამიზნეს კი ISIS-ი წარმოადგენდა.

სირიაში ქობანის ახლოს განხორციელებული 5 საჰაერო თავდასხმის დროს ISIS-ის კუთვნილი ერთი საბრძოლო პოზიცია, ერთი თავშეყრის ადგილი და სამი მოქმედი ბინა იქნა განადგურებული.

განცხადების მიხედვით, სირიის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე დაბა ჰარემის ახლოს კი ხორასანის ჯგუფის სასაწყობო ბაზა იქნა განადგურებული.

კოალიციურმა ძალებმა ბოლო სამ დღეში ერაყსა და სირიაში 30 საჰაერო ოპერაცია ჩაატარეს.

ამავდროულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდივნის ბან კი-მუნის „ISIS-ს საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლის გაზრდილი მცდელობების მიუხედავად, 80-ზე მეტი ქვეყნიდან 15 ათასზე მეტი უცხოელი მებრძოლი ჩავიდა ერაყსა და სირიაში ISIS-ში გასაწევრიანებლად“.

ამასთანავე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უსაფრთხოების საბჭოსათვის წარდგენილ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ISIS-ს ნავთობის გაყიდვისაგან ყოველდღიურად დაახლოებით 1 მილიონ დოლარის, ხოლო გამოსასყიდისაგან კი წლიურად 35-45 მილიონ დოლარის შემოსავალი აქვს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები