ობამა: „ასადის მიმართ ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა"

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ასადის რეჟიმის ჩამოგდების გეგმა არ აქვთ

192590
ობამა: „ასადის მიმართ ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა"


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ასადის რეჟიმის ჩამოგდების გეგმა არ აქვთ.

G20-ს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ობამამ აღნიშნა, რომ ასადმა ლეგიტიმურობა დაკარგა, თუმცა მისი თანამდებობიდან ჩამოშორების მსგავსი გეგმა არ აქვთ. მისივე თქმით, გარკვეულ ეტაპზე სირიელი ხალხი, ირანის და რუსეთის მსგავსი ასადის მხარდამჭერი ძალები იძულებულები გახდებიან რეგიონის ძალებთან პოლიტიკური დიალოგი გამართონ.

ობამამ აღნიშნა, რომ ტერორგანიზაცია ISIS-ს წინააღმდეგ საბრძოლველად ამერიკელი სამხედროების რეგიონში გაგზავნა არ სურს, თუმცა პირობები შესაძლოა ნებისმიერ დროს შეიცვალოს.

ამერიკის პრეზიდენტმა ასევე შეაფასა უკრაინის კრიზისი და აღნიშნა, რომ თუ რუსეთი უკრაინასთან პრობლემებს მოაგვარებს და საერთაშორისო წესებს დაემორჩილება, ყველა ემბარგოს პირველი ამერიკა გააუქმებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რუსეთის მარტოობა გაგრძელდება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები