ISIS-ს ტერორისტებმა კიდევ ერთ ამერიკელს მოჰკვეთეს თავი

ISIS-ს ტერორისტებმა კიდევ ერთ ამერიკელს მოჰკვეთეს თავი

192884
ISIS-ს ტერორისტებმა კიდევ ერთ ამერიკელს მოჰკვეთეს თავი

ISIS-ს ტერორისტებმა კიდევ ერთ ამერიკელს მოჰკვეთეს თავი.

ტერორგანიზაციის ინგლისელმა მილიტანმა ჯონმა, ჰუმანიტარულ მისიაში მონაწილე პეტერ კესიგს თავი მოჰკვეთა.

ISIS-ის წევრებმა კესიგი გასულ წელში სირიაში გაიტაცეს.

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოკლული კესიგის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

ტერორგანიზაციის წევრებმა ასევე დახვრიტეს ასადის რეჟიმის პილოტები.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისელი მილიტანი ჯონი ბოლო შეტაკებების დროს დაიჭრა.

ასევე გრძელდება ISIS-ს წინააღმდეგ ერაყის არმიის მიერ წარმოებული ოპერაციები.

ერაყის არმიამ ბეიჯიში ქვეყნის ყველაზე დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შემდეგ დიალაში სტრატეგიული მდებარეობის მქონე იდემის წყალსაცავიც აიღო და დაიწყო შეტევები წყალსაცავის გარშემო განლაგებულ ISIS-ს პოზიციებზე.

ამავდროულად, ბაღდათში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა აშშ-ს გენერალური შტაბის უფროსი მარტინ დემპსი და პრემიერ ჰაიდარ აბადისა და თავდაცვის მინისტრს ჰალით უბეიდის შეხვდა, რის შემდეგაც რეგიონალური ქურთული მმართველობის ცენტრ ერბილში გაემგზავრა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები