პარიზი მასპინძლობს უწევს უსაფრთხოების სამიტს

თურქეთს წარადგენდა შინაგან საქმეთა მინისტრი ეფკან ალა

184450
პარიზი მასპინძლობს უწევს უსაფრთხოების სამიტს

საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი მასპინძლობს უწევს უსაფრთხოების G6 სამიტს.
ევროკავშირის წევრი 6 სახელმწიფოს შინაგან საქმეთა მინისტრები ”ინტერნეტის გზით რადიკალიზაციის და კიბერ ჯიჰადის” სახელწოდების სამიტზე შეიკრიბნენ.
იტალიის, ესპანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის და ინგლისის მონაწილეობით ჩატარებულ სამიტზე სტუმრის სტატუსით იქნენ მიწვეულნი თურქეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და კანადა.
სამიტზე დღის წესრიგში ჩადგა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ინტერნეტის გამოყენებით რადიკალიზაცია, კიბერ ჯიჰადი, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში ტრეფიკინგის და უცხოელი მებრძოლების საკითხი.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ეფკან ალამ, რომელიც პარიზის სამიტზე თურქეთს წარადგენს, ორმხრივი შეხვედრა ჩაატარა ევროკავშირის შინაგან საქმეთა უწყებაში პასუხისმგებელ კომისართან დიმიტრის ავრამოპოლისთან.
განიხილეს თურქეთ ევროკავშირის ურთიერთობების კონტექსტში მიგრაცია, უვიზო რეჟიმი, ტერორთან ბრძოლა, რეგიონული უსაფრთხოების და თანამშრომლობის საკითხები.
ეფკან ალა ასევე შეხვდა ფრანგ კოლეგას და აშშ-ის ქვეყნის უსაფრთხოების მინისტრის მოადგილეს.
სამიტზე, თავის მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა თურქეთის ტერორიზმთან დაკავშირებით ჩატარებულ სამუშაოებზე, უსამართლო კრიტიკებსა და სპეკულაციებზე.
აღნიშნა რომ თურქეთის მიზანია დღის წესრიგიდან ამოიღოს ტერორი და წარმატებით დაასრულოს გადაწყვეტის პროცესი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები