რამ გამოიწვია Total-ის გენერალური დირექტორის სიკვდილი

სხვადასხვა ინფორმაციები ვრცელდება კატასტროფასთან დაკავშირებით

169294
რამ გამოიწვია  Total-ის გენერალური დირექტორის სიკვდილი

საფრანგეთის ნავთობ-კომპანიის გენერალური დირექტორის კრისტოფ დე მარგარიეს კატასტროფაში მოყოლით სიკვდილთან დაკავშირებით, ახალი ინფორმაციები ვრცელდება.
გამოთქმული იდეით, კატასტროფის გამომწვევი თოვლის გამწმენდი მანქანის მძღოლის სისხლში დაფიქსირდა ნორმალურზე მეტის ალკოჰოლი.
გადაწყდა მისი გასამართლება მოხდეს პატიმრობის პირობებში.
მაშინ, როცა გრძელდება გამოძიების ფარგლებში, აეროპორტის 4 პერსონალის დაკითხვა, თანამდებობიდან გადადგა აეროპორტის გენერალური დირექტორი და მისი მოადგილე.
სამსახურიდან იქნა გადაყენებული მთავარი ინჟინერი და ცვლის უფროსიც.
კატასტროფის შემდეგ, ინციდენტთან დაკავშირებით, ურთიერთ გამომრიცხავი განცხადებების გამო, მთავარი ყურადღება რადარზე იყო გადატანილი.
ინფორმაციით, რამდენიმე დღეში დასრულდება შავი ყუთის გამოკვლევა.
შეგახსენებთ, რომ მარგარიეს კერძო თვითმფრინავს, მოსკოვიდან აფრენისას, იქ მდგომი თოვლის გამწმენდი მანქანა დაეჯახა და მარგარიესთან ერთად დაიღუპა ეკიპაჟის სამი წევრი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები