შეცდომით ISIS-ს დაეხმარნენ

დახმარება და საბრძოლო მასალა ერაყელი სამხედროების მაგიერ ჰაერიდან ისლამური სახელმწიფოს მილიტანებს მიაწოდეს

146943
შეცდომით ISIS-ს დაეხმარნენ

ამერიკის შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების მხარდაჭერით ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფოს ორგანიზაციასთან მებრძოლმა ერაყის არმიამ დიდი შეცდომა დაუშვა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დახმარება და საბრძოლო მასალა ფრონტზე მყოფი ერაყელი სამხედროების მაგიერ ჰაერიდან ისლამური სახელმწიფოს მილიტანებს მიაწოდეს.

ერაყელი უფლებამოსილის განცხადებით, ფაქტი ანბარის პროვინციაში მოხდა. მისი თქმით "ერაყელ სამხედროებს ეს დახმარება სჭირდებათ და დახმარება მცდარი დაგეგმარების შედეგად ერაყელი სამხედროების მაგიერ ისლამური სახელმწიფოს მილიტანებს გაუწიეს".

19 სექტემბერს მომხადრ ფაქტთან დაკავშირებით ერაყის თავდაცვის სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები