საფრანგეთის სენატში უმრავლესობა კვლავ მემარჯვენეებმა მოიპოვეს

ოლანდი იმედგაცრუებული დარჩა

143753
საფრანგეთის სენატში უმრავლესობა კვლავ მემარჯვენეებმა მოიპოვეს



საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატა-სენატში ჩატარებულ არჩევნებში მემარჯვენე პარტიებმა გაიმარჯვეს, რითაც პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის სოციალისტურმა პარტიამ სენატში უმრავლესობა დაკარგა.

ამ გამარჯვებას ეროვნული ფრონტის ლიდერმა მარინე ლე პენმა ისტორიული უწოდა, ხოლო ახლად არჩეულმა სენატორმა სტეფან რავიერმა კი განაცხადა, რომ ასაღები დარჩათ მხოლოდ ელისეის სასახლე.

1958 წლიდან დაწყებული 2011 წლამდე სენატში უმრავლესობა ყოველთვის მემარჯვენეებს ჰქონდათ, ხოლო 2011 წლის აქეთ უმრავლესობა მემარცხენეებს ჰქონდათ.

348 სავარძლიანი სენატის ერთი მესამედი ყოველ სამ წელიწადში ერთხელ არჩევნებით იცვლება


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები