პოროშენკო არმიის გაძლიერებას აპირებს

“უკრაინამ სამხედრო ტექნიკის 65% დაკარგა“

134207
პოროშენკო არმიის გაძლიერებას აპირებს



როგორც განაცხადა უკრაინის სახელმწიფო ტელევიზიით გამოსულმა ამ სახელმწიფოს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, პრორუს სეპარატისტებთან წარმოებულ 5 თვიანი შეტაკებებში მათ სამხედრო ტექნიკის 65% დაკარგეს.

მისივე თქმით უკრაინის პრობლემის მარტო სამხედრო გზით მოგვარება შეუძლებელია, ხოლო სეპარატისტებთან სამშვიდობო მოლაპარაკებებიც შეიძლება წარუმატებლად დასრულდეს, ამიტომაც საჭიროა ისე მომზადება, რომ ქვეყანამ შესძლოს თავის დაცვა, ამ მიზნით კი აუცილებლად უნდა გააძლიერონ არმია, რის დახმარების პირობაც მან მიიღო გასულ კვირაში აშშ-ში და კანადაში ვიზიტის დროს.

პოროშენკოს თქმითვე მასა და პრემიერ იაცენიუკს შორის არავითარი აზრთა სხვაობა არ არსებობს სამშვიდობო პროცესის საკითხში


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები