ებოლას ვირუსის გამო დაღუპულთა რიცხვმა 2600-ს გადააჭარბა

ვირუსით დაავადებულთა რიცხვი კი 3 კვირაში გაორმაგდა.

134445
ებოლას ვირუსის გამო დაღუპულთა რიცხვმა 2600-ს გადააჭარბა

ებოლას ვირუსის გამო დაღუპულთა რიცხვმა 2600-ს გადააჭარბა.

ებოლას ვირუსით დაავადებულთა რიცხვი კი 3 კვირაში გაორმაგდა.

სიერა ლიონეს ხელისუფლებამ დაავადების გავრცელების შესაჩერებლად უკიდურეს ზომას მიმართა.

6 მილიონიან ქვეყანაში სამი დღის მანძილზე ჯანდაცვის პერსონალისა და უსაფრთხოების ძალების თანამშრომლების გარდა ქუჩაში არავინ გასულა. მიუხედავად ამისა, ამ სამ დღეში 56 ახალი შემთხვევაში დაფიქსირდა. 30-ზე მეტი შემთხვევის ტექსტის პასუხი კი ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.

ქუჩაში გასვლის აკრძალვის პირველ ორ დღეს გარდაცვლილთა რაოდენობამ 92-ს მიაღწია. უფლებამოსილები ყველა სახლში მიდიან და ცდილობენ დაღუპულთა რაოდენობის დადგენას.

უფლებამოსილები, რომლებიც ცდილობენ მოსახლეობის ინფორმირებას, აცხადებენ, რომ ყველა სახლში ვერ მივიდნენ და ყურადღებას ამახვილებენ ქუჩაში გასვლის აკრძალვის ვადის შესაძლო გაგრძელებაზე.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები