რომის პაპი პესიმიზმმა მოიცვა

“დღეს ადამიანებს მხოლოდ სატირლად აქვთ საქმე“

126875
რომის პაპი პესიმიზმმა მოიცვა



რომის პაპი ფრანცისკე იტალიაში პირველი მსოფლიო ომის დროს დაღუპული 100 ათასი იტალიელის საფლავ მემორიალს ეწვია და შეეხო რა ომებს, თქვა რომ ყოველგვარი ომი სიგიჟეს წარმოადგენს, ხოლო რომელიმე რელიგიის სახელით წარმოებული ომი კი მხოლოდ წყევლა-კრულვას და დაგმობას იმსახურებს.

მისივე აზრით დღეს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ადამიანების წინააღმდეგ ისეთი დანაშაულობები, მასობრივი მკვლელობები და კონფლიქტები ხდება რომ ისინი მესამე მსოფლიო ომის პირველ ნაბიჯებს უფრო ჰგვანან, ამიტომაც დღეს ადამიანებს მხოლოდ სატირლად აქვთ საქმე.

ფრანცესკამ სირიაში, ერაყში, ღაზაში, უკრაინაში და სხვა რეგიონებში მიმდინარე სისხლისღვრის სასწრაფო შეჩერება მოითხოვა.

როგორც ცნობილია აგვისტოს თვეში პაპმა IŞİD-ის წინააღმდეგ კოალიციის შექმნას დაუჭირა მხარი


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები