ირანის დელეგაცია ამერიკას გაემგზავრა

128084
ირანის დელეგაცია ამერიკას გაემგზავრა



ირანის საინფორმაციო სააგენტო “İRNA“ იუწყება, რომ ირანის დელეგაცია ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯევად ზარიფის ხელმძღვანელობით ამერიკას გაემგზავრა და ხვალ მათსა და დასავლეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყება ირანის ბირთვული პროგრამის საკითხში.

დასავლეთის დელეგაციას ამ მოლაპარაკებებში კვლავ ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო ურთიერთობების საკითხში კეტრინ ეშტონი უხელმძღვანელებს.

დელეგაციები ჯერ ხვალ სამუშაო სადილზე შეხვდებიან ერთმანეთს, ზეგ კი ორმხრივი შეხვედრები დაიწყება.

როგორც ცნობილია მხარეებს შორის მოლაპარაკებები გასული წლის ნოემბერში ჟენევაში დაიწყო და საბოლოო შეთანხმების ხელმოწერას ითვალისწინებდნენ მიმდინარე წლის 20 ივლისისათვის, მაგრამ, შეხვედრები წარუმატებლად დასრულდა და ამიტომ მისი გაგრძელების დადგენილება მიიღეს.

თუ თეირანი ბირთვულ პროგრამას შეამცირებს, მაშინ, დასავლეთის მიერ მასზე დაწესებული ეკონომიკური სანქციები შემსუბუქდება


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები