პაკისტანსა და ინდოეთში დაღუპულთა რიცხვმა 400-ს გადააჭარბა

პაკისტანსა და ინდოეთში ძლიერი წვიმების შემდეგ მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 400-ს გადააჭარბა

120710
პაკისტანსა და ინდოეთში დაღუპულთა რიცხვმა 400-ს გადააჭარბა

პაკისტანსა და ინდოეთში ძლიერი წვიმების შემდეგ მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 400-ს გადააჭარბა. 

ათასობით ადამიანი ევაკუირებული იქნა. ორივე ქვეყანაში გრძელდება სამაშველო-სამძებრო სამუშაოები.

ინდოეთში ათასობით ადამიანი სახლების სახურავზეა ასული და ასე ცდილობს თავის გადარჩენას. სამაშველო სამუშაოები ნავებითა და ვერტმფრენებით ტარდება, თუმცა იგი მაინც არასაკმარისია.

იმ ადგილებში კი, საიდანაც ადამიანების გაყვანა ვერ ხერხდება, ჰაერიდან საკვები დაარიგეს.

ფიქრობენ, რომ პაკისტანსა და ინდოეთში დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდება. ასევე შესაძლოა გავრცელდეს ეპიდემიები.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები