ღაზა კვლავ იბომბება

დაღუპულთა რაოდენობამ 2 ათას კაცს გადააჭარბა

99508
ღაზა კვლავ იბომბება


ღაზიდან მიღებული ცნობებით ისრაელი აგრძელებს ამ ქალაქის დაბომბვას და ბოლო 24 საათის განმავლობაში 55-ზე მეტ ობიექტს დაარტყა, ხოლო ქალაქ რეფაჰში 16 კაცი მოკლა, რომელთა შორის ჰამასის სამხედრო ფრთის “კასსამის ბრიგადის“ 3 ლიდერიც იყო.

მოკლედ, 7 ივლისის აქეთ დაწყებულ ისრაელის ოპერაციას ღაზაში მთლიანობაში 2083 კაცი ემსხვერპლა, 10310 კაცი კი დაიჭრა.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით ისრაელი ე.წ. ფხვიერი ბომბის გარდა რადიოაქტიურ და მძიმე მეტალების შემცველ ქიმიურ იარაღებსაც იყენებს, რის გამოც მრავალ დაჭრილს კიდურები ან ფეხები აქვთ დაკარგული და ამიტომ ისრაელის საერთაშორისო სასამართლოში გასამართლებას ითხოვენ


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები